შემოქმედებითი ინდუსტრიები

რა არის ახალი ქართული პლატფორმა Bidzer–ი?

ცოტა ხნის წინ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ახალი, ძალიან საინტერესო პლატფორმა “Bidzer.ge” გამოჩნდა.

ეს გახლავთ ქართული ჟარგონისა და მის პარალელურად გავრცელებული სლენგის ლექსიკონი. სახელი „ბიძერი“ ამ საიტის იუმორისტულ-სატირულ ხასიათს უსვამს ხაზთ, თუმცა მას შემეცნებითი დატვირთვაც გააჩნია.

„ბიძერში“ თავს იყრის საქართველოს სხვადასხვა სოციალურ ფენასა თუ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებული ჟარგონები და სლენგები. ამით საიტის შემქმნელები ცდილობენ მოგვაწოდონ გარკვეული ლინგვისტური ინფორმაცია. ისინი ფიქრობენ, რომ მათი წამოწყება შემდგომში შესაძლოა მეცნიერული კვლევების ხელშემწყობი სისტემა გახდეს, რაც საშუალებას მოგვცემს ქართული საზოგადოება ახალ ჭრილში დავინახოთ.

საიტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი განმარტებების შეთავაზება მკითხველისთვის.

„მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჟარგონი და სლენგი ჩვენი სოციალურ-კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილებია. ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ სისტემა, რომელშიც თავს მოიყრიან ქართული სინამდვილის კონკრეტული ასპექტები და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული ენათმეცნიერების განვითარებაში.“ – აცხადებენ პლატფორმის შემქმნელები.

 

კომენტარები

კომენტარი