ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

საქართველო – ლაიფციგის წიგნის ფესტივალის საპატიო სტუმარი

საქართველო არაერთხელ ყოფილა ლაიფციგის წიგნის ფესტივალის სტუმარი, თუმცა წელს მას განსაკუთრებული როლი ერგო. საქართველო 2018 წელს ზემოთ ხსენებული გამოფენის საპატიო სტუმარი გახდა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს ქართველი ავტორების გაცილებით დიდი რაოდენობაა წარდგენილი ფესტივალზე, კერძოდ: ლაიფციგის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მიერ წარდგენილი ლიტერატურული პროგრამა 27 ქართველი თანამედროვე და კლასიკოსი ავტორის 50 ღონისძიებას მოიცავს, მხოლოდ მარტის თვეში. ხოლო წლის განმავლობაში 400 ზე მეტი სხვადასხვა შინაარსის ღონისძიება იგეგმება. გარდა ლაიფციგისა, კიდევ 7 გერმანულენოვან ქალაქში იგეგმება 22 ქართული ნამუშევრის გერმანულენოვანი თარგმანების პრეზენტაცია.

ლაიფციგის 2018 წლის წიგნის ფესტივალი 15 მარტს ოფიციალურად გაიხსნა. გამოფენაზე საქართველო წარადგინეს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მედეა მეტრეველმა. მათ გერმანელ ჟურნალისტებს პროექტის, „ანბანით მოთხრობილი საქართველო“, კონცეფცია, ძირითადი გზავნილები და დაგეგმილი ლიტერატურული და კულტურული პროგრამა გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ ლაიფციგის წიგნის ფესტივალი სიდიდით მეორე ადგილზეა გერმანიაში, თუმცა იგი გახლავთ წლის პირველი ოფიციალური სავაჭრო შეხვედრა და ამიტომ მისი როლი ერთი-ორად იზრდება ბაზარზე. ხშირად სწორედ ამ ფესტივალზე წარდგებიან ხოლმე ახალ-ახალი გამოცემები.

ფესტივალის ოთხ დღიანი ოფიციალური შეხვედრა დღეს 18 მარტს დასრულდება, თუმცა მის ფარგლებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაგრძელდება პროექტები გერმანიის მასშტაბით.

გთავაზობთ ქართველ ავტორებს, რომლებიც წელს ლაიფციგის ფესტივალზე არიან წარდგენილნი:

15 მარტი

ზურაბ ქარუმიძე
ლევან ბერძენიშვილი
ალეკო შუღლაძე
ბესო ხვედელიძე
რევაზ გაჩეჩილაძე
ზურაბ რთველიაშვილი
ნინო ხარატიშვილი

16 მარტი

ბონდო მაცაბერიძე
ეკატერინე ტოგონიძე
ლაშა ბუღაძე
აკა მორჩილაძე
ზურაბ ქარუმიძე
ზაზა ბურჭულაძე
ბესიკ ხარანაული
ნატო ინგოროყვა

17 მარტი

აკა მორჩილაძე
ოთარ ჭილაძე
ნინო სადღობელაშვილი
ლუკა ბაქანიძე
ბონდო მაცაბერიძე
ბესიკ ხარანაული
ნატო ინგოროყვა
ნიკა ჯორჯანელი
ილია ზდანევიჩი
ზურაბ რთველიაშვილი
ეკატერინე ტოგონიძე
დიანა ანფიმიადი

18 მარტი

დათო ბარბაქაძე
აკა მორჩილაძე
ირმა შიოლაშვილი
დიანა ანფიმიადი
ეკატერინე ტოგონიძე

კომენტარები

კომენტარი