ლიტერატურა

მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნება

მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმი სავარაუდოდ სახლის მეორე სართულზე ყოფილ სასტუმრო ოთახში განთავსდება, რომლის რესტავრაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური ამბობს, რომ რეპრესირებულთა მუზეუმის ექსპოზიციას სავარაუდოდ გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტი შექმნის.

მწერალთა სახლი მაჩაბლის 13 ნომერში გერმანელი არქიტექტორის კარლ ცაარის პროექტით ცნობილმა ქართველმა მეწარმემ და მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა XX საუკუნის დასაწყისში ააგო, სადაც თავადვე ცხოვრობდა. 1921 წლის 28 თებერვლის დადგენილებით ეს უნიკალური შენობა ქართველ მწერლებსა და ხელოვნების მუშაკებს გადაეცათ. საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში მწერალთა კავშირი განთავსდა. ამჟამად სახლი ისევ ქართველი მწერლების საკუთრებაა და ლიტერატურულ და პოეზიის საღამოებს, ფესტივალებს და საინტერესო შეხვედრებს მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი