საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნიკა გვარამია “ირიაოს” კლიპზე: “გენიალური ქართული ხალხური მუსიკის სუპერუნიჭო სუროგატი”

როგორც ცნობილია, ევროვიზია 2018-ზე საქართველოს ჯგუფი “ირიაო” წარადგენს. ჯგუფის მუსიკალური ხელმძღვანელი და კომპოზიტორი დავით მალაზონია გახლავთ, რომელიც 15 წლის განმავლობაში გერმანიაში მოღვაწეობდა.

ევროვიზიის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 10 მაისს ევროვიზიაზე ჯგუფი „ირიაო“ სიმღერით – „შენი გულისთვის“ წარდგება.

არანჟირება მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი, ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედნად რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა საგურამოში, ისტორიული ლოკაცია – პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის დიზაინერი მეგი გაბუნიაა. კლიპში „ირიაოს“ წევრებთან ერთად, ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებიც მონაწილეობენ.

სამაუწყებლო კომპანიის “რ2” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სიმღერას ნეგატიურად აფასებს და მიაჩნია, რომ ყველაფერი, სადაც საზმაუა ჩართული, უკიდურესად უნიჭობა გამოდის:

“გენიალური ქართული ხალხური მუსიკის სუპერუნიჭო სუროგატი. სად იწყება, სად მთავრდება, კაცი ვერ გაიგებს. მელოდია ამას არა აქვს და ჰარმონია ყურს ჭრის. მოკლედ, ყველაფერი, სადაც საზმაუა ჩართული, უკიდურესი უნიჭობა და სიბანძეა. მართლა ის წითელკურტკიანი ბიჭი უნდა შეუსიო მაგათ წკეპლით”

“არტნიუსი” გთავაზობთ ევროვიზიაზე წარსადგენ ვიდეოს:

 

კომენტარები

კომენტარი