ვიდეოები კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

რა ხდება ქართულ ჰიპ–ჰოპ ინდუსტრიაში?

ფოტო: RHipHop

ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ჰიპ–ჰოპი ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. შეიძლება ითქვას, რომ ანდერგრაუნდის ენამ მეინსტრიმ სივრცეში გადმოინაცვლა. ამის დასტურია ის, რომ თუ ადრე სოციალურ პრობლემებზე ლიტერატურა ან რომელიმე სხვა სფერო ლაპარაკობდა, ახლა ეს ფუნქცია მთლიანად ჰიპ–ჰოპმა შეითავსა, დღესდღეობით კი ხშირად შევხვდებით სოციალურ ქსელში, საპროტესტო აქციებზე და სხვადასხვა ადგილებში ქართველი რეპერების ციტირებებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ჰიპ–ჰოპი არ ვითარდება მხოლოდ სოციალურ თემატიკაზე წერის კუთხით. ქართველი რეპერების შემოქმედებაში მრავლადაა ესთეტიკური სახეები, ტექნიკური მრავალფეროვნება და სხვა.

“არტნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრა ონლაინჟურნალ “RHH-ის” ერთ-ერთ მფლობელს, რეზი რევიშვილს:

“ქართული ჰიპ-ჰოპი წლების განმავლობაში ძალიან დაბალ დონეზე იყო. თუნდაც, რად ღირს 90-იანების ან 2000-იანების გახსენება, მაგრამ ინფორმაციის მატებასთან ერთად, გაიზარდა დონეც. თუ 90–იანებში ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით, 10–იან წლებში უკვე დაიწყო ინფორმაციის შემოდინება ჰიპ–ჰოპის შესახებ, რამაც განაპირობა სხვადასხვა პროგრესული ნაბიჯი: პროექტების, ჩემი ქალაქის, რადიოს, თუ PVP–ის სახით. გარდა ამისა, მომავალში კიდევ უფრო მეტი პროექტი იგეგმება, რაც კიდევ უფრო განავითარებს ქართულ ჰიპ-ჰოპს. ჩვენ შემთხვევაში, უკვე დავიწყეთ Rap-ერის გადაცემების ციკლი. ამასთან ერთად, ქართველ მსმენელს მრავალი სხვა სიახლე ელოდება.

როდესაც სხვა სფეროები, ასე თუ ისე, უმექმედონი არიან გარკვეული საკითხისადმი, ქართული ჰიპ-ჰოპი ძალიან აქტიურობს, შეიძლება ითქვას, რომ ჰიპ–ჰოპის მეინსტრიმულობა სწორედაც ამან განაპირობა. წინა წელს დაადასტურეს, რომ მსოფლიო მასშტაბით ჰიპ–ჰოპი ყველაზე მეინსტრიმული ჟანრია მუსიკაში. დღესაც არაა რეალურად ის დონე, რაც ჩვენ გვინდა რომ მუსიკაში გვქონდეს. სულ რომ არაფერი, ძალიან ცოტანი ვართ და დიდწილად ეგეც ქმნის პრობლემას, თუმცა ასეთი პატარა ქვეყნის კვალობაზე, სასიამოვნო მომენტია რა დონეც დღესდღეობით იდება მუსიკაში.

არც ისე ბევრი რეპერი გვყავს, რომელიც დონეს დებს, თუმცა, მათ შორის, კონკურენციაც საკმაოდ ავითარებს კულტურას. ხალხზე ჰიპ-ჰოპს ყველაზე დიდი გავლენა აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, ორმ “ბირჟა მაფია” უბრალოდ სატირული ჯგუფი იყო, რომლისთვისაც ხალხმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტა, ტალღა კი ძალიან გავლენანი აქცია გამოდგა და დეკრიმინალიზაციასთან ბრძოლაში, თავის მხრივ, დიდი როლი ითამაშა.

ქართული მუსიკალური ინდუსტრია ვითარდება, ნელ–ნელა ერთვებიან კომპანიები, ამის ფლაგმანი კი ისევ ჰიპ-ჰოპი აღმოჩნდა. ამ ასპექტების განვითარების შედეგი კი ისევ კულუტრის დონის ზრდა იქნება” – განაცხადა რეზიმ.

იმას, რომ საქართველოში ჰიპ–ჰოპ ინდუსტრია ჰყვავის, მოწმობს ისიც, რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში ქართველმა მსმენელმა 5 ახალი შესრულება მოისმინა, რომელსაც ჩამონათვალსაც გთავაზობთ:

KayaKata – დრონს დრონზე

FuLA, Ol’boy – უბატონო

Sf-x – მომე

Kay G ft. Ras Green – მინანქარი

YaLord – ნაკვალევი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი