კულტურა

ფიზიკოსი სტივენ ჰოუკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

კემბრიჯში, საკუთარ სახლში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი, ფიზიკის თეორეტიკოსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი მეცნიერი სტივენ ჰოუკინგი, – ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian-ი ავრცელებს.

სტატიაში ჰოუკინგის შვილების ერთობლივი განცხადებაა მოტანილი: „ის დიდებული მეცნიერი იყო, შეუდარებელი ადამიანი, რომლის ნაშრომებიც უამრავი წლის მანძილზე იცოცხლებს“, – აღნიშნავენ ლუსი, რობერტი და ტიმატი.

ფიზიკოსს 21 წლიდან სტანჯავდა ლუ გერიგის დაავადება ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი –  მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ადამიანს უკარგავს მოძრაობის უნარს და მას სრულიად უმწეოს ხდის. ამან, საბოლოოდ, 30 წლის ჰოუკინგი დამბლამდე მიიყვანა, თუმცა ის ბოლო დღეებამდე ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას.

ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად მიმართულია დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნისა და შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევისკენ.

კომენტარები

კომენტარი