შემოქმედებითი ინდუსტრიები

ფრიდა კალოს ფეხის პროთეზი მუზეუმში გამოფენის ერთ-ერთი უმთავრესი ექსპონატი იქნება

მუზეუმში “V&A” იგეგმება ფრიდა კალოს პირადი ნივთების გამოფენა, სადაც მისი ფეხის პროთეზიც იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფრიდას, 1925 წელს,  ავტოავარიის შედეგად, მარჯვენა ფეხზე განგრენა დაემართა. იმის გამო, რომ მხატვარს ფეხი ძალიან დაუწვრილდა, გადაწყვიტა ეტარებინა პროთეზი, რომელიც წითელი ჩექმით იყო შემოსილი.

გამოფენას დაერქვა “ფრიდა კალო: პირადის გასაჯაროება”. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ხალხს მიეცემა საშუალება ფრიდას პირადი ნივთები მუზეუმში ნახოს.

“V&A-ში” გამოიფინება ისეთი ნივთები როგორიცაა ფრიდას ტანსაცმელი, ძვირფასეულობა, თვალის ფანქარი, ტუჩსაცხი, სამედიცინო კორსეტები და, რაც მთავარია, მისი ფეხის პროთეზი, რომელიც გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი იქნება.

კომენტარები

კომენტარი