არქიტექტურა, არქეოლოგია

ჩინეთში მუშებმა შემთხვევით 700 წლის მუმია აღმოაჩინეს

ჩინეთში აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ტაიჯოუში საგზაო სამუშაოების დროს მუშებმა შემთხვევით აღმოაჩინეს 700 წლის მუმია, რომელიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იდეალურ მდგომარეობაშია.

როგორც ვარაუდობენ, მუმია წარჩინებულ ქალბატონი იყო მინგის დინასტიიდან. ეს დინასტია ჩინეთს 1368-1644 წლებში მართავდა.

მუმიასთან ერთად, აღმოაჩინეს ორი სამარხიც, რომლებსაც თავდაპირველი სახეები სრულად აქვთ შენარჩუნებული. იქ ზუსტად არის ასახული, თუ როგორ ცხოვრობდნენ 700 წლის წინ.

არანაკლებ გასაოცარია ის ფაქტი, რომ მუმია თავიდან ფეხებამდე მთელია და ამდენი წლის შემდეგ ყველა ნაწილი თავის ადგილზე აქვს.

არქეოლოგები, თავდაპირველად, გაოცებულები დარჩნენ მუმიის კანით, თმით, წამწამებითა და კანით. მუმია ახალ გარდაცვლილ ადამიანს  ჰგავდა..

1.5 მეტრის სიგრძის მუმია კუბოში იყო ჩაწვენილი, სადაც ყავისფერი სითხე ესხა.

მიუხედავად იმისა, რომ სამარხი, დაახლოებით, 1 თვის წინ აღმოაჩინეს, კუბო პირველ მარტს გახსნეს. გახსნის დაგვიანების მიზეზი სპეციალური პროცედურები და გამოკვლევები იყო.

მუმიას მინგის დინასტიის ტრადიციული სამოსი ეცვა, ხოლო კუბოში იყო ძვლები, კერამიკის ჭურჭელი, ანტიკური ნაწერები და სხვადასხვა ნივთი.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს არის პირველი მსგავსი ტიპის აღმოჩენა.

Amazing discovery: The 700-year-old mummy was found in the city of Taizhou, in Jiangsu Province, by construction workers - and her eyebrows were still intact

Oh mother! The woman, wearing Ming Dynasty dress, is thought to have been at a high-ranking level

Immersed: The mummy was found by road workers, and had been preserved in a brown liquid

Bejewelled: The right hand of the 700-year-old mummy shows her preserved skin, and a ring adorns her finger

Wonderfully preserved: This close up of the mummy's shoes shows how well preserved her corpse it

Raised: The group of archaeologists, from the Museum of Taizhou, are shown lifting the corpse out of the coffins to examine their find

Mummy in coffin

 

კომენტარები

კომენტარი