კულტურა

რუსთაველის გამზირზე სავაჭრო ობიექტის სარდაფში ძმებ ზდანევიჩების ისტორიული პანო განადგურებულია

რუსთაველის გამზირის #16-ში მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში განთავსებული, კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანო განადგურებულია, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. – ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო წერს.

დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ქ. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფის წევრები. სწორედ ამ რესტავრატორების მიერ და სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, 2 წლის წინ ჩატარდა კირილე ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტების კვლევითი ანალიზი.
ამჟამად ოფიცერთა სახლის პირველი სართულისა და სარდაფის ტერიტორია კერძო საკუთრებაშია, ხოლო ფართის მეიჯარე ახცადებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის რემონტი დასრულებული იყო და პანო აღარ არსებობდა.როგორც გაირკვა, ისტორიულ პანოზე ფიზიკური სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შესახებ ახალ მესაკუთრეს არც სააგენტოსთვის და არც მერიის შეაბამისი სამსახურებისთვის არ უცნობებია და შეუთანხმებია, რაც ცალკე სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დღესვე მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რათა უმოკლეს დროში მოხდეს მომხდარის გამოძიება და სამართალდამრღვევის მიმართ გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვრის, კირილე ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მოხატულობა უნიკალურია არა მხოლოდ მისი მაღალი მხატვრული ფასეულობის, არამედ საერთო კულტურული კონტექსტის გამო: 1918 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირის #16-ში მდებარე სახლის სარდაფში დაარსებული კაფე „არგონავტთა ნავი“ ტფილისური კულტურული ცხოვრებისა და ქართული ავანგარდის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა.

Image may contain: one or more people and outdoor

Image may contain: 1 person, outdoor

 

კომენტარები

კომენტარი