ლიტერატურა

როგორია პოეზიისა და მათემატიკის ურთიერთმიმართება?

მათემატიკისა და პოეზიის ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.–მდე გაჩნდა მათემატიკური ტექსტი “შულბა სუტრა”, რომელიც, მისი ენიდან გამომდინარე, შეგვიძლია პოეზიად ჩავთვალოთ.

დღესდღეობით მათემატიკისა და პოეზიის  ურთიერთმიმართებაზე აღარ კამათობენ. იმის გათვალისწინებით, რომ სამყარო უფრო და უფრო ინტერდისციპლინური ხდება, დღესაც მრავლად არიან ისეთი ავტორები, რომელთა ენაშიც მათემატიკა ძალიან აქტუალურია.

ამის საილუსტრაციოდ “არტნიუსი” გთავაზობთ ლექსს ქართული და უცხოური ლიტერატურიდან:

მ7 ღმ1

და9 ღმ1, გ100ნჯა შარბ10 და თ100,
მ20ქულებს უსუ8 ბრძ0 ხ100-10,
და100ა პარნ100ს იშვი10 დ100,
და100ზმრა სამ4ს შ2 10ნ10.
მ2დებით გ10შა ამბ2 და ჭ2,
გამ2ცხა 3წე წი8-პანა7,
გამ2ყა მხუ8ლე 8ლის კ2დ2
და მწვე8ლებს მ20ლდა დამ9ლი და მ7.

ვახტანგ ჯავახაძე

რაც შეეხება მაგალითს უცხოური ლიტერატურიდან, ჩვენ გავიხსენოთ იუჯინ ოსტაშევსკის ლექსი “დიჯეი სპინოზა ებრძვის ბეგრიფონს”

იუჯინ ოსტაშევსკი 1968 წელს დაიბადა, 5 წლიდან კი ნიუ–იორკში ცხოვრობს და შესაბამისად, მისი პოეტიკაც ორი ქვეყნის ტრადიციებს შორის „მოძრაობს“.  როგორც პოეტი და მთარგმნელი პაატა შამუგია ამბობს, მისი უმძაფრესი ირონიისა და დახვეწილი ენობრივი თამაშების ნაწილობრივ გადმოტანაც რთული საქმეა, მაგრამ ცდად ღირდა.

გთავაზობთ ნაწყვეტს ლექსიდან:

“ბეგრიფონი გამოიყურება როგორც

x2          y2
––  –   ––  =1
a2         b2

მისი თვალები შეიძლება

ცხვირში აგერიოთ

მას ტყუილი არ ეხერხება.

როცა ის ძალზე ბრაზიანია,

მაშინ არც ისე ბრაზიანია

რადგან 2.7 X 100000 ზომის კლანჭი აქვს,

თუმცა მაკრატელს ვერ შოულობს.”

განსხვავება ამ ორ მაგალითს შორის ისაა, რომ ვახტანგ ჯავახაძის ცნობილ ლექსში სიტყვებმა რიცხვები მოიცვეს, ხოლო ნიუ–იორკელი პოეტის შემოქმედებაში მათემატიკური ამოცანები პოტენციურ ეპითეტებად გადაიქცნენ.

“არტნიუსი” იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი თქვენთვის სიახლე იყო და ცოტათი მაინც გაგა20ეთ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი