ვიზუალური ხელოვნება კულტურა

როგორ ააშენეს აშშ–ში ყალბი ქალაქი მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავად? (უიშვიათესი ფოტოები)

მეორე მსოფლიო ომის დროს, სამხედრო თვითმფრინავის “B-17” შექმნა აშშ–ს 200,000 $–ზე მეტი დაუჯდა. დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში ეს, დაახლოებით, 3,4 მილიონი დოლარია.

მას შემდეგ, რაც აშშ-სთვის დადგა საჭიროება ათასობით ასეთი თვითმფრინავის შექმნისა, მათ უწევდათ გაეღოთ ყველა რესურსი, რაც უზრუნველყოფდა ბოინგის მწარმოებელი ქარხნის დაცვას. ცხადია, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე ცუდად აისახებოდა. ამიტომაც, ისინი მზად იყვნენ ყველაფერზე წასასვლელად.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უწყებებმა, ჰოლივუდის მსახიობებთან ერთად, პოტენციური საჰაერო დარტყმებისგან დასაცავად, ყალბი ქალაქი ააშენეს.

მისი მშენებლობა 1944 წელს დამთავრდა და 1 წლის შემდეგ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ქალაქი გააუქმეს.

ჯონ სტიუარტ დეტლი – ჰოლივუდის დიზაინერი იყო, რომლის სახელთანაც ასოცირდება ეს მასშტაბური პოლიტიკური მისტიფიკაცია. მან ხელი შეუწყო Boeing Plant No. 2- ს დაფარვას იმავე ტექნიკის გამოყენებით, რომლებსაც ფილმებში იყენებდნენ: ყალბი ქუჩები, ტროტუარები, ხეები, ღობეები, მანქანები და სახლები.

“არტნიუსი” გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ფოტოებს:

boeing-fake-rooftop-town-12

 

 

 

კომენტარები

კომენტარი