ვიზუალური ხელოვნება კულტურა

ცნობილი კომპანიების ლოგოებში მამაკაცები ქალებმა ჩაანაცვლეს

წლევანდელი ქალთა საერთაშორისო დღე უამრავი კამპანიებით იყო გარშემორტმული. 2018 წლის 8 მარტზე დიდი გამოხმაურება, შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ 8 მარტს არ მოჰყოლია. ამას თავისი მიზეზები და წინაპირობა ჰქონდა. ერთი მხრივ, ჩვენ გვახსოვს სექსუალურად შევიწროებული უამრავი ქალი მსახიობი ჰოლივუდიდან, მეორე მხრივ კი #TimesUp–ისა და #MeToo-ს ტენდენცია, რომელმაც მთელ მსოფლიოს მოიცვა.

ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო სოლიდარობის გამოცხადების ფორმა კი მაკდონალდსის სახელს უკავშირდება. მათ თავიანთი შეუცვლელი ლოგო “М” ამოაბრუნეს და “W” მიიღეს, რაც “Woman-ის” აბრევიატურაა.

შემოქმედებითმა გაერთიანებამ, ორგანიზაციამ, რომელიც მიზნად ისახავს, ნიჭიერ ქალებს ხელი შეუწყოს შემოქმედებით ინდუსტრიებში განვითარებისთვის, გადაწყვიტა, შეცვალოს მარკირებული ბრენდის ლოგოები იმისათვის, რომ მარკეტინგში გენდერის ბალანსირება მოხდეს.

ლოგოები შეცვალეს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Pringles, Monopoly, DreamWorks, Schwarzkopf, Bic და ა.შ.

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს გამოააშკარავებს პრობლემებს, რომელიც გენდერული უთანასწორობის ირგვლივ ტრიალებს.

მთავარი მიზეზი კი რატოც ამ ყველაფრის ინიცირება გახდა საჭირო ისაა, რომ “თანასწორობის შემოქმედი ორგანიზაციის” კვლევების მიხედვით, კომპანიების ლოგოების დიზაინერთა 89.5 პროცენტი მამრობითი სქესის წარმომადგენელია.

“არტნიუსი” გთავაზობთ CEO–ს შემოქმედებას:

 

კომენტარები

კომენტარი