ვიდეოები ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

წიგნის “ქართველი მწერლები” ღირებულება 120 ლარია

პროექტი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში იქმნებოდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სახელმწიფო მუზეუმთან ერთად, მზადაა.

პროექტის ფარგლებში, პირველად გამოიცა იტალიურ ტყავში ჩასმული, მოოქროვილი კიდეებითა და ძველი ქართული ორნამენტებით გაფორმებული 30-მდე ქართველი კლასიკოსი მწერლის უნიკალური საარქივო ფოტოები, მათი ბიოგრაფიების აქამდე უცნობი დეტალები, უნიკალური ხელნაწერები, რომელთა ხილვის შესაძლებლობა პირველად მიეცა ქართველ მკითხველს.

პროექტი ერთგვარად მოიცავს XVII-XX საუკუნის ისტორიას, რომელიც, სამწუხაროდ, აქამდე უნცობი იყო.

წიგნში შესულია ოცდაცხრა ავტორი, სულხან-საბა ორბელიანიდან მირზა გელოვანამდე XVII საუკუნის ბოლოდან XX საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით.

ალბომი „ქართველი მწერლები“ გამომცემლობა ნოტა ბენემ გამოსცა, სადაც გაცოცხლებულია XVII-XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთგვარი ისტორია.

მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა აღმოაჩინოს უცნობი ადამიანი თითოეული მწერლის მიღმა,

დაინახოს მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები, იხილოს ჩვენი სახელოვანი კლასიკოსი მწერლების აქამდე გამოუქვეყნებელი პორტრეტები, რომელიც შესრულებულია ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ.

  • ილიას ძეგლის კურთხევა
  • ერმაკოვის უნიკალური ფოტო
  • ძმები რაზიკაშვილების მიმოწერა
  • ილიასა და ოლღას მიმოწერა
  • ნიკოლზ ბარათაშვილის წერილი გრიგოლ ორბელიანს
  • ალექსანდრე ჭავჭავაძის წერილი ნიკოლოზ I ს
  • დავით გურამიშვილის „დავითიანის“ უნიკალური მინიატურა
  • მწერლების შეჯიბრების ამსახველი ფოტოები
  • ჭავჭავაძეების საგვარეულო გერბი
  • საქართველოს მწერალთა დელეგაცია ამიერკავკასიის ხალხთა მეგობრობის კონგრესზე ბაქოში.
  • მძინარე აკაკი და მის სარეცელთან მდგომი ოთხი ანგელოზი.
  • ეკატერინე გაბაშვილი ხონელ ქალთა ჯგუფში.
  • ვასილ ბარნოვის სამუშაო მაგიდა.
  • მწერლები-ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად

 

კომენტარები

კომენტარი