ვიზუალური ხელოვნება

ათასობით პატარა პერსონაჟით გაცოცხლებული კლასიკური ნახატები

ყველამ კარგად ვიცით, რომ ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზა” ერთ-ერთი საუკეთესო ნახატია მთელს მსოფლიოში და მისი გადაკეთება წარმოუდგენელია, მაგრამ იაპონელმა მხატვარმა, კეიტა საგაკიმ ეს შეძლო, თანაც საკმაოდ წარმატებით.

შორი მანძილიდან კეიტას ყველა ნამუშევარი უბრალოდ კალმით გადახატულს ჰგავს, მაგრამ საკმარისია ერთხელ მაინც დააკვირდეთ ახლოდან და მიხვდებით, რომ საქმე Cartoon-ის პერსონაჟებთან გაქვთ. დიახ, ნიჭიერი იაპონელი მხატვარი კლასიკურ ნახატებს Cartoon-ის პერსონაჟებით აცოცხლებს.

მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით “მონა ლიზა” იქცევს ხალხის ყურადღებას.

This close-up shot of Keita Sagaki's "Mona Lisa" reveals the detail that goes into every square inch of Sagaki's paintings.

“დასავლური და იაპონური ნახატები ერთად ძალიან ბევრ შეუთავსებელ დეტალს შეიცავენ. როდესაც კლასიკური ნამუშევრები ღრმა დატვირთვას ატარებენ, ამ დროს ჩემი ინტერპრეტაცია ზედაპირული და ბრტყელია.”  – განაცხადა კეიტა საგაკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

საგაკი A4 ზომის ფურცლიდან დაწყებული, დაახლოებით, 3 მეტრის სიგანის ფორმატებზე 0,015 ინჩიანი ტუშის კალმით ხატავს. იმის გამო, რომ ერთი პატარა შეცდომაც კი ნახატს აფუჭებს, მხატვარი მაქსიმალურად იყენებს თავის დროს. მას შესაძლოა ერთი წელიც კი დასჭირდეს ერთი მოზრდილი ნამუშევრის დასამთავრებლად.

“არტნიუსი” გთავაზობთ კეიტა საგაკის სხვა ნამუშევრებსაც.

Keita Sagaki sees his distinctive style as an interesting way to combine Western art with the manga and anime characters he loved as a child.

Although Sagaki bases his drawings on famous Old Master paintings, all of his individual anime characters are original.

Detail shot shows Sagaki's version of "The Great Wave off Kanagawa."

 

Image result for Keita Sagaki

 

Image result for Keita Sagaki

კომენტარები

კომენტარი