კინო

“შავმა პანტერამ” კინოინდუსტრიის რეკორდები დაამხო

მხატვრულმა ფილმმა „შავი პანტერა“ (Black Panther), რომელიც Disney-სა და Marvel Studios ნამუშევარია, კინოგაქირავებიდან 1 მილიარდი აშშ დოლარი ამოიღო.

რეჟისორ რაიან კუგლერის ფილმმა 1 მილიარდიანი მოგება ავტორებს სულ რაღაც 26 დღეში მოუტანა და ამით The Avengers-ს, Avengers: Age of Ultron-ს, Iron Man 3-სა და Captain America: Civil War-ს აჯობა – ამ ფილმებს 1 მილიარდიანი მოგებისთვის 26 დღეზე ბევრად მეტი დასჭირდათ.

Disney-ს ინფორმაციით, „შავი პანტერა“ ჩინეთში პირველად 9 მარტს, პარასკევს აჩვენეს და პირველივე დღეს მიღებულმა შემოსავალმა 22 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

„შავ პანტერას“ ერთი თვეც არ დასჭირდა იმისთვის, რომ კინოინდუსტრიის უდიდესი რეკორდები დაემხო.

აფროამერიკელი რეჟისორის მიერ გადაღებულმა ამ ფილმმა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში 201,8 მილიონი დოლარი მოიგო.

გარდა შემოსავლებისა, ამ დროისთვის ფილმს Rotten Tomatoes-ის საიტზე 97%-იანი დადებითი შეფასება აქვს, რაც მას ისტორიაში საუკეთესო კომიქსის ეკრანიზაციად აქცევს.

კომენტარები

კომენტარი