კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

ნანი ბრეგვაძემ მოსკოვში შეიძლება აღარ იმღეროს.

მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ მოსკოვში, 28 მარტს დაგეგმილი საიუბილეო კონცერტი შესაძლოა აღარ გამართოს, თუმცა  საბოლოო პასუხი ამ საკითხზე ჯერჯერობით არ არის დაფიქსირებული. – ამის შესახებ მისმა შვილმა ტელეკომპანია “იბერიასთან” განაცხადა.

უკავშირდება თუ არა კონცერტის გადადება ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას, მამალაძე პასუხობს: “ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, ჩვენც ვფიქრობთ, არ ვიცით რა ვქნათ” – თქვა მამალაძემ.

1 მარტს ცნობილი გახდა, რომ 28 მარტს ნანი ბრეგვაძე სხვა ქართველ მუსიკოსებთან ერთად, მოსკოვში საიუბილეო კონცერტს გამართავენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი