კინო

კინორეჟისორები, რომლებიც ზედმეტი სექსუალობით არიან შეპყრობილნი

მიუხედავად იმისა, რომ ადრე ფილმებში სექსის სცენა ვულგარულობად ითვლებოდა, 60-იანების კულტურულმა რევოლუციამ ყველაფერი შეცვალა, მათ შორის, სექსუალური სცენებისადმი დამოკიდებულებაც. თუ კი 60-იანებამდე არ შეიძლებოდა იმის ჩვენება, თუ რა ხდებოდა საძინებლებში და ბნელ ადგილებში, ახლა ეს უკვე კინოს განუყოფელი ნაწილია.

ბოლო წლებში სექსის სცენა ხშირად სახალისო და კომედიურ დანიშნულებასაც კი ატარებს. ეს ყველაფერი კი იმ საზოგადოებიდან მოდის, რომლის წევრები ჩვენ თვითონ ვართ.

“არტნიუსი” გთავაზობთ სექსუალურობით შეპყრობილ 15 კინო რეჟისორს და მათ ფილმებს, რომლებიც სექსის სცენებს საკუთარ ფილმებში შემდეგი მიზეზების გამო იყენებენ: სახალისო, პროვოკაციული, ფსიქოანალიტიკური და სხვა.

15. სიონ სონო – უცნაური ცირკი (Strange Circus)

ეროტიკული ნოველების ავტორი წერს ახალ წიგნს, ოჯახზე , რომელიც ინცესტის, მკვლელობის და ძალადობის შედეგად დაინგრა.

14. ბიგას ლუნა – ლულუს ასაკი (The Ages of Lulu)

მომხიბვლელმა ლულუმ უბიწოება პატარა ასაკში დაკარგა, თუმცა, პაბლოსთან სექსუალური კავშირის შემდეგ იგრძნო ნამდვილი სიყვარული. მაგრამ ბედი მას სიამოვნებასთან ერთად, ჯოჯოხეთურ ტანჯვასაც უმზადებს.

13. დევიდ ლინჩი – გულით ველური (Wild at Heart)
david lynch

ორი ადამიანის ბობოქარი სიყვარულის ისტორია. სეილორი და ლულა დაქირავებული მკვლელების მთელ რაზმს ემალებიან, რომლებიც ლულას დედამ დაიქირავა.

12. კენ რასელი – ეშმაკნი (The Devils)
Ken Russell

მეჩვიდმეტე საუკუნე, რომის კათოლიკური ეკლესია ალქაჯების შემოტევის მსხვერპლი ხდება.

11. პედრო ალმოდოვარი – მაღალი ქუსლები (High Heels)
best Pedro Almodóvar films

გოგონას დედა ბრუნდება 15 წლის შემდეგ და აღმოაჩენს, რომ ქალიშვილი ცოლად მის ყოფილ ბოიფრენდს გაჰყვა.

10. პოლ ვერჰოვენი – შოუს გოგონები (Showgirls)

ახალგაზრდა მოცეკვავე ნომი ცდილობს ლას–ვეგასში წარმატების მიღწევას, ბრწყინვალე სამყაროში მოხვედრა და ყველაზე წარმატებულ შოუში მონაწილეობა მისი ოცნებაა. პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ის დათანხმდება ერთადერთ იმ მომენტისთვის რეალურ სამუშაოზე – სტრიპტიზ ბარში, შემდეგ კი ის გაიცნობს ლას–ვეგასის სცენის დედოფალს კრისტალს. თავისი გავლენის გამოყენებით, კრისტალი მოაწყობს ნომის თავის შოუში და შეიყვანს მას ნამდვილ ლას–ვეგასის შოუ–ბიზნესის სამყაროში – ღალატის და ინტრიგების სამყაროში, რომელშიც სექსი ძალაუფლების დონეზეა.

9. ჩან-ვუკ პაკი – წყურვილი (Thirst)
stoker-mia-wasikowska-park-chan-wook

პატივცემული და ყველასათვის საყვარელი მღვდელი დათანხმდება სამედიცინო ექსპერიმენტზე, რომლის შედეგად ის დაუგეგმავად ვამპირი გახდება. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იქამდე მიჰყავთ, რომ მთავარი გმირი სასიყვარული ცოდვილ ურთიერთობებს გააბავს თავისი საუკეთესო მეგობრის ცოლთან, რომელიც დაიღალა ერთფეროვანი ყოველდღურობისგან. მღვდელ–ვამპირს უფრო და უფრო უჭირს ადამიანობის შენარჩუნება.

8. ანჟეი ჟულავსკი – მსუბუქი ყოფაქცევის ქალი (The Public Woman)

ანჟეი ჟულავსკის სენსაციური ფილმი, რომელიც მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. ეტელი მსახიობობაზე ოცნებობს. ცივ პარიზში კი ეროტიკული გოგონასთვის მიზნის მიღწევა არც ისე ადვილია. ერთხელაც ეტელს ფილმში გადასაღებად მიიწვევენ.

7. გასპარ ნოე – სიყვარული (Love)
Gaspar Noé

სიყვარული ბოროტებაზე და სიკეთზე მეტია. სიყვარული – ეს გენეტიკური მოთხოვნილებაა. ეს ძღვენიცაა და წყევლაც. სიყვარული – ავადმყოფობაა, ნარკოტიკია. სიყვარული – ყველაზე მშვენიერი და ყველაზე საშინელი გრძნობაა ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ამ ყველაფრის გადმოცემას ცდილობს რეჟისორი ფილმში, რომელიც ერთი ახალგაზრდა კაცის და ორი გოგოს სიყვარულისა და ვნების ისტორიაა.

6. რას მეიერი – თოჯინების ხეობის მიღმა (Beyond The Valley of The Dolls)

სამი ტკბილმხიანი პროვინციელი მომღერალი გადაწყვეტს ბედი ჰოლივუდში სცადონ.

5. ლარს ვონ ტრიერი – ტრილოგია: ანტიქრისტე (Antichrist), მელანქოლია (Melancholia) და ნიმფომანი (Nymphomaniac)
best lars von trier films

ანტიქრისტე – წყვილი, რომელიც შვილის სიკვდილს განიცდის, სულის სიმშვიდის მოსაპოვებლად, საცხოვრებლად ტყეში მდგარ სახლში გადადის. ამ წუთიდან ახალგაზრდების ცხოვრებაში კოშმარული მოვლენები ხდება.

მელანქოლია – ჯასთინი და მაიკლი ჯასთინის დის სახლში თავიანთ ქორწინებას აღნიშნავენ. ჯასთინის დიდი მონდომების მიუხედავად წვეულება ფიასკოთი სრულდება. ნათესავებს შორის დაძაბულობა მატულობს. ამდროს კი პლანეტა „მელანქოლია“ პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება.

ნიმფომანი – ფილმის მთავარი გმირი ქალია, სახელად ჯო, ის საკუთარ თავს თავად დაუსვამს ნიმფომანიის დიაგნოზს. ფილმში მოთხრობილია მისი ეროტიკული განცდების შესახებ დაბადებიდან 50 წლის ასაკამდე. ისტორიებს თავად მთავარი გმირი ყვება.

4. დუშან მაკავეევი – ტკბილი ფილმი (Sweet Movie)

მულტიმილიონერის დედა ტელეკონკურსში იდეალურ, ქალწულ გოგონას ირჩევს საკუთარი ვაჟისთვის. პარალელურად შეშლილი ქალი მართავს გემს მდინარეში.იუგოსლაველი რეჟისორი დუსან მაკავაჟეკი ამ ორ ისტორიას შოკისმომგვრელი, ნაცისტების ექსპერიმენტის ქვეშ გვიჩვენებს.

3. ბერნარდო ბერტოლუჩი – უკანასკნელი ტანგო პარიზში (Last Tango in Paris)
Bernardo Bertolucci

ახალგაზრდა პარიზელი ქალბატონი შუახნის ამერიკელ მამაკაცთან გააბამს რომანს, რომლის აზრიც ძირითადად დაფუძნებულია მხოლოდ სექსზე.

2. ნაგისა ოშიმა – გრძნობათა იმპერია (In the Realm of the Senses)
nagisa oshima

ყველაზე ეროტიკული და ამავე დროს ღრმა აზრიანი დრამა, მშთანქმელი და აბსოლუტურად უკონტროლო ხორციელი ვნების შესახებ. ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით.

1. პიერ პაოლო პაზოლინი – სალო, ანუ სოდომის 120 დღე (Saló, or 120 days at Sodom)
Pier Paolo Pasolini

4 გარყვნილი ფაშისტი რყვნის 9 თინეიჯერ გოგოსა და ბიჭს და ატყვევებს მათ 120 დღიან სადისტურ ფიზიკურ, მენტალურ და სექსუალურ ტყვეობაში.

კომენტარები

კომენტარი