არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

ერეკლე მეფის სასახლის ვიტრაჟები ეზოში დაყარეს

სოციალურ ქსელში სკანდალური ინფორმაცია და ფოტოები ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, ერეკლე მეფის სასახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ძველი ვიტრაჟები ეზოში დაყარეს, – ამის შესახებ თამარ უგუზაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განაცხადა:

“ერეკლე მეფის სასახლის “რესტავრაცია”.
ძველი ვიტრაჟები ასე ყრია ეზოში.
ახალი პლასმასის სათამაშოებს ჰგავს.
რა ვთქვა არ ვიცი, მეტირება რომ ვუყურებ.”

“არტნიუსი” გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ფოტოს:

Image may contain: plant and outdoor

თელავში ბატონის სასახლე მე-17 საუკუნის 70-იან წლებში დაფუძნდა და 1801 წლამდე სამეფო რეზიდენციის დანიშნულებით ფუნქციონირებდა. ბატონის ციხე ერეკლე მეორის სასახლე-მემორიალს, ისტორიულ მუზეუმს, გალერეას, კარის ეკლესიას, ციხის გალავანს, აბანოს და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილ გვირაბს აერთიანებს

კომენტარები

კომენტარი