შემოქმედებითი ინდუსტრიები

რუსთაველის თეატრში ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალი ჩატარდება

 

24 მაისს რუსთაველის თეატრში 24-საათიანი ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალი თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორიასთან (CARL) ერთად, ამერიკის საელჩოს და თბილისის მერიის მხარდაჭერით წელს მეხუთედ იმართება.

ფესტივალში მონაწილეობენ დრამატურგები, რეჟისორები და სცენოგრაფები, რომლებიც თანამედროვე შინაარსის და ფორმის დადგმებს 24 საათის განმავლობაში შექმნიან.

ფესტივალი ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი