საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

30 მარტს თბილისში მსოფლიო დონის არტისტები დაუკრავენ

ყოფილი მიკროძრავების ქარხანაში დაბადებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი MICROB 30 მარტს წარმოგიდგენთ არტისტებს:

Nikita Zabelin: რუსი პროდიუსერის და DJ-ს ჩანაწერები გამოიცემა трип, Hi Freaks, Faut Section ლეიბლებზე. ის ასევე არის Resonance Moscow-ის ფართების სერიის სულისჩამდგმელი და მოსკოვის ანდერგრაუნდ სცენის აქტიური მონაწილე.

Vakula: უკრაინელი პროდიუსერი და DJ 2008 წელს გამოჩნდა სცენაზე და მალევე მიიქცია ყურადღება. მისი მუსიკა, რომელიც ხასიათდება ჰიპნოტური ტექნო ჟღერადობით, გამოიცემა Firecracker Recordings-ზე.

Dasha Redkina: ბერლინში მოღვაწე რუსი DJ. მისი სეტები გამოირჩევა ჟანრებს შორის მოულოდნელი ცვალებადობებით და კოსმიური ხმებით. Dasha არის კლუბ ARMA17-ის რეზიდენტი.

Nara: ერთ-ერთი ქართველი არტისტის ახალი ტექნო პროექტი, რომელიც ახლახანს გამოჩდნა ქართულ საკლუბო სცენაზე.

Adelina: უკრაინელი არტისტი, რომელიც დაუკრავს Small Room-ში ჰაუზ სეტს.

DJ Extracheese b2b Boya: გიორგი კაკოიშვილის და სოლო გაგუას ახალი პროექტი.

Visual Artist: თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის აქტიური და გამოცდილი მონაწილე Giorgi Mozgovoi წარმოადგენს თავის ახალ ინოვაციურ, ვიზუალურ ლაივ შოუ.

ღონისძიების ორგანიზატორები ლევან აბაშიძე და ბაჩა ბირკაძე არიან. როგორც ლევანი აცხადებს, იგი აქამდე TRIPS-ის ღონისძიებებს ატარებდა, რომელსაც ლოკალური ტექნო სცენის არტისტებით აკომპლექტებდა. მოგვიანებით, ბაჩანა შემოურთდა და ახლა უკვე მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებას შეუდგნენ.

„არტნიუსის“ კითხვაზე თუ რა იყო მიზეზი ამ ინიციატივისა, მათ უპასუხეს: “ამ ინიციატივის მიზეზი არის ის, რომ თბილისში არსებობს ხალხის კატეგორია, რომელსაც თუნდაც ვენიუს შეცვლა და განსხვავებული რეივი სწყურიათ, ამ კუთხით ჩვენ გამოვირჩევით სხვებისგან .”

“ჩვენ, აგრეთვე, დავინტერესდით, თუ რატომ შეაჩერეს არჩევანი ამ არტისტებზე:

“ვაკულაზე ის შეიძლება ითქვას,  რომ წინასწარ არასდროს იცის რას დაუკრავს ანუ ერთ კონკრეტულ ჟანრში არ ჯდება და გარემოს შესაბამისად არჩევს ტრეკებს და მიუხედავად ამისა, ყოველთვის სწორი და კარგი სელექცია აქვს.

რაც შეეხება ნიკიტას, გვინდოდა ერთ–ერთი ტექნოვარსკვლავის ჩამოყვანა. დაშას განსხვავებული სტილი კი  გვინდა საქართველოს მოვასმენინოთ. იგი ყოველთვის თავს აწონებს მსმენელს მისი მუსიკის კოსმიური ჟღერადობით.” – განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

კომენტარი