კულტურა

რა არის ყველაზე გავრცელებული ტყუილები და რამდენად ხშირად ვიტყუებით?

ვის ვატყუებთ და რატომ? რამდენად ხშირად ვიტყუებით? კვლევაში, რომელიც ჟურნალ Journal of Basic and Applied Psychology-ში გამოქვეყნდა, ნათქავმია, რომ სოციალურად აქტიური ადამიანების უმეტესობა, საშუალოდ, ყოველ 10 წუთში 2-3-ჯერ იტყუება.

გაცილებით ნაკლებჯერ, დღეში 5 ან 6-ჯერ იტყუებიან გამორჩეულად „პატიოსანი“ ადამიანები. ყველაზე გავრცელებული ტყუილების სია კი ასე გამოიყურება:

კარგად ვარ, არა მიშავს.

საცობში გავიჭედე!

კარგად გამოიყურები!

გიხდება!

ტელეფონი დამიჯდა.

გემრიელია.

ვერ შევძელი დაკავშირება.

შეტყობინება არ მიმიღია.

არც ისე ძვირია…

უკვე გზაში ვარ.

მადლობა, ძალიან გამიხარდა!

ეს ისაა, რაც ყოველთვის მინდოდა!

გამხდარხარ!

არ შეცვლილხარ!

არ შევხებივარ.

წარმოდგენა არ მაქვს სად არის.

ვეცდები გავაკეთო.

თავი მტკივა.

ხომ იცი, ტყუილი არ მიყვარს.

კომენტარები

კომენტარი