ვიზუალური ხელოვნება კულტურა

ყველა ამბავი კარგია – ირონიული სთრით არტი ვასილ მაღლაფერიძის მიმართ

ყველა ამბავი კარგია – საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, ქუჩის მხატვარმა, გაგოშამ სთრით არტი დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას On.ge ავრცელბეს.

ნახატზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მოამბის ეთერშია. ეთერს კი ფონად გასდევს წარწერა – ყველა ამბავი კარგია, ყველაფერი კარგადაა.

On.ge-ს კითხვაზე რისი თქმა სურდა ავტორს ამ ნამუშევრით, გაგოშა პასუხობს რომ ნახატი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაშუქებულ რეალობას ასახავს:

“აქ რაც ხატია ამას შვება ეს არხი. რაღაც რეალობას გადააქცევს ყველაფერი კარგადაა ნიუსად, სწორედ ამ სიმულაციას გავუსვი ხაზი”

ავტორის თქმით, მან ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის ზოგადი პრინციპი ასახა და ეს ნამუშევარი რომელიმე კონკრეტულ ამბავს არ უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

%d bloggers like this: