კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

„გალერეა ნექტარი“ იწვევს ქალ ხელოვანებს პერფორმანსის დღეებში მონაწილეობის მისაღებად

„გალერეა ნექტარი“ იწვევს ქალ ხელოვანებს პერფორმანსის დღეებში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის მიზანია, პერფორმანსის სივრცის განვითარება საქართველოში ქართველი და უცხოელი
პერფორმერების სოლო ან ჯგუფური ნამუშევრების წარდგენით.

2018 წლის ნექტარის პერფორმანსის დღეები გაიმართება ივნისის პირველ კვირაში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გამოაგზავნოთ პორტფოლიო და პერფორმანსის იდეა,
საჭირო მასალების ჩამონათვალით ელ-ფოსტაზე
nectarigallery@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 15 აპრილი.

პროექტი ხორციელდება "ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით
პროექტის კოორდინატორი: „ხელოვნებისა და კულტურის საბჭო“
ორგანიზატორები: ნინო სეხნიაშვილი და ლალი პერტენავა

კომენტარები

კომენტარი