კულტურა

მალაიზიაში დღემდე უცნობი ენა აღმოაჩინეს, რომელზეც არ არსებობს სიტყვები “ყიდვა” და “გაყიდვა”

მალაიზიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ სოფელში, სუნგაი-რუალში, ადამიანები ერთმანეთთან ლინგვისტებისთვის დღემდე უცნობ ენაზე საუბრობენ.
“ენა ავსტრალიურ-აზიურ ენათა ოჯახს ეკუთვნის, თუმცა თვისობრივად განსხვავდება ყველა მონათესავე ენისგან” – წერს ჟურნალი Linguistic Typology.
საინტერესოა, რომ ან ენაზე არ არსებობს სიტყვები – “ყიდვა” და “გაყიდვა”.  როგორ მოხდა, რომ მალაიზიაში მოგზაურმა ანთროპოლოგებმა ან სხვა სპეციალისტებმა ამ ენის შესახებ რამე ცნობები არ მოგვაწოდეს, უცნობია.
“მათ ვერ შენიშნეს ამ ენის მთავარი თავისებურებები, რაც ჩვენ, ლინგვისტებს გამოგვივიდა”, – ამბობს ნიკლას ბურენჰულტი,  ლუნდას შვედური უნივერსიტეტიდან.
ახლა მსოფლიოში 7 ათასამდე ენაა და მათ შორის მხოლოდ 6%-ია ფართოდ გავრცელებული, ხოლო დედამიწის მოსახლეობის 40%-ზე მეტი მხოლოდ 10 სხვადასხვა ენაზე საუბრობს.
ენების 96%-ს დავიწყება ემუქრება. იუნესკო და სხვა ორგანიზაციები ამ პროცესის შეჩერებას აქტიურად ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი