კულტურა

პირველი მუსლიმი ქალი, რომელიც დემოკრატიული გზით დაინიშნა თანამდებობაზე, საქართველოდან იყო

ვებგვერდმა “Eurasianet.org” გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სათაურით: “პირველი მუსლიმი ქალი, რომელიც დემოკრატიული გზით დაინიშნა თანამდებობაზე, საქართველოდან იყო.

სტატია დაფუძნებულია ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის კვლევების საფუძველზე.

შესავალში აღწერილია სოფელ ყარაჯალას ადგილმდებარეობა, რასაც მოსდევს იმ ცხოვრების წესის აღწერა, რომლითაც ასი წლის წინ ადგილობრივები ცხოვრობდნენ.

ირაკლი ხვადაგიანის კვლევების თანახმად, 1918 წელს სოფელი ყარაჯალა გახდა პირველი ადგილი დედამიწაზე, სადაც მუსლიმი ქალი, ფარი–ხანუმ სოფიევა დემოკრატიული გზით დაინიშნა თანამდებობაზე.

სოფიევაზე, ფაქტობრივად, ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა მისი ხელმოწერებისა, რომლებიც ძველ საბუთებში გვხვდება და ისტორიების, რომლებსაც სოფლის მოხუცი ადგილობრივები იხსენებენ. აგრეთვე, ცნობილია სოფიევას სავარაუდო სურათი, თავისი სავარაუდო საფლავის ქვიდან.

ამასთან ერთად, სტატიაში კარგად არის მე-20 საუკუნის საქართველოს მდგომარეობა აღწერილი და ყურადღება გამახვილებულია 1919 წელზე, როდესაც პარლამენტში 5 ქალი და 3 მუსლიმი მამაკაცი მიიღეს.

ადგილობრივების თქმით, სოფიევა ძალიან მამაკაცური პიროვნება იყო. იგი ყოველთვის თან ატარებდა თავის გერმანულ რევოლვერს. მისი ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ საბჭოთა ხელისუფლებაც ვერ ეკარებოდა მას, მაგრამ 1937 წელს, საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებით, სოფიევას ძმები დახვრიტეს.

peri khan signature

 

 

კომენტარები

კომენტარი