არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

ფოთში მეთევზემ უძველესი არტეფაქტი იპოვა

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს თევზსაჭერი სეინერის მესაკუთრემ, რევაზ ბერაიამ თევზჭერის დროს შემთხვევით აღმოჩენილი ამფორის ფრაგმენტები უსასყიდლოდ გადასცა მუზეუმს. ამის შესახებ მუზეუმის ადმინისტრაცია იტყობინება.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შავი ზღვის აკვატორიის გრიგოლეთის მონაკვეთზე, გახშირდა არტეფაქტების პოვნის შემთხვევები. შესაბამისად, მუზეუმი თხოვნითთ მიმართავს თევზსაჭერი გემების კაპიტნებს, აეთ შემთხვევაში მუზეუმს აცნობონ.

imedinews.ge

კომენტარები

კომენტარი