სტილი, დიზაინი

დემნა გვასალიას “ჩაკეცილი ფეხსაცმლის” ფასი 2900 ლარიდან იწყება

დემნა გვასალია აფხაზეთიდან დევნილი დიზაინერია, რომელიც თავისი პოსტმოდერნისტული ეპატაჟებით მსოფლიო მასშტაბით გახდა ცნობილი. მასზე საუბრობენ მოდისა და დიზაინის სხვადასხვა სფეროებში, სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებში, ჰოლივუდში და ა.შ.

ერთი მხრივ, დემნა გვასალია იმითაა ცნობილი, რომ მისი პროდუქციის ღირებულება მის ვიზუალზე ბევრად აღმატებულია, თუმცა, ცხადია, რომ დიზაინის საიდუმლო სწორედ ამაშია.

ცოტა ხნის წინ ბაზარზე გამოჩნდა დემნა გვასალიას დაფუძნებული ბრენდის, Vetements-ის გაზაფხული-ზაფხულის 2018 წლის კოლექცია, სადაც ყურადღება მიიპყრო მისმა კლასიკურმა შავი ტყავის ფეხსაცმელმა, რომელსაც ერთი ნიუანსი აქვს დამატებული – იგი ჩაკეცილია.

ამ ფეხსაცმლის ფასი 1 390 დოლარია, მისი ჩაცმა როგორც ჩაკეცილი ფორმით,  ისე ტრადიციულადაც შეიძლება.

 

 

კომენტარები

კომენტარი