კულტურა

ავსტრალიაში ბოთლში ჩადებული უძველესი წერილი იპოვეს

ავსტრალიაში ტონია ილმენმა სანაპიროზე ბოთლი იპოვა, სადაც წერილი იყო მოთავსებული. მოგვიანებით ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ეს უძველესი წერილია, რომელიც 132 წლის წინ გადააგდეს ზღვაში.

ტონიას ქმარმა, კიმ კილმენმა BBC-ს განუცხადა, რომ მათ არ იცოდნენ თუ რა ფურცელი იდო ბოთლში მანამ, სანამ არ გააშრეს ის.

წერილი 1886 წლის 12 ივნისს არის დაწერილი გერმანულ გემზე სახელად “პაულა”, რომელიც გერმანიის საზღვაო ობსერვატრიის დავალებით წყლებში საზღვაო გზებს იკვლევდა.

კომენტარები

კომენტარი