კულტურა

ქართული ღვინის საერთაშორისო წარმატება

ბოლო პერიოდში ყველა ვხედავთ, რომ  ქართული ღვინის შესახებ მსოფლიო მედია საუბრობს.

ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტმა ქართულლი ღვინის ანტიკური ნაშთები მსოფლიოს 10 მნიშვნელოვან აღმოჩენაში შეიყვანა.

ქიმიური კვლევების თანახმად, ადრე ნეოლითურ ჭურჭელში, რომელიც საქართველოში 2017 წელს აღმოაჩინეს, ღვინო ინახებოდა. ამ კვლევებმა, ასევე, აჩვენა, რომ ევრაზიული ყურძენი პირველად ამ რეგიონში იყო გამოყენებული, ქრისტეს შობამდე, დაახლოებით, 6 000 წლით ადრე. ასე რომ, უახლესი აღმოჩენების თანახმად, მსოფლიოს ყველა ღვინო ქართული ღვინის საფუძველზე არის დამზადებული.

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ქართული ღვინო გინესის რეკორდებში შევიდა, როგორც უძველესი ღვინო. წინა რეკორდი კი ირანულ ღვინოს ეკუთვნოდა, რომლის ნაშთებიც ზაგროს მთებში აღმოაჩინეს, მაგრამ ის ქართულთან შედარებით დაახლოებით 600 წლით ახალი იყო.

ამ ამბავმა მსოფლიო მოიცვა. სიახლე მათ შორის BBC, Time, The Guardian and New York Times-აც გააშუქეს.

 

კომენტარები

კომენტარი