საშემსრულებლო ხელოვნება

რადიო თბილისი ქართველ მომღერლებს დიდ შანსს აძლევს

რადიო თბილისი ქართველ მომღერლებს დიდ შანსს აძლევს, რათა პოპულარულები გახდნენ, – ამის შესახებ განცხადება რადიომ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

იმისათვის, რომ თქვენი სიმღერა ყოველდღე, დღის 12:00 საათიდან 1- მდე და საღამოს 8:00-9:00-მდე, FM 93.5-ში ტრიალებდეს, ფეისბუქ გვერდზე უნდა მოძებნოთ რადიო თბილისი და გაუგზავნოთ ახალი ქართული სიმღერა.

აღსანიშნავია ის, რომ ყველაფერი ზემოთქმული უსასყიდლოდ ხორციელდება.

როგორც რადიოს წარმომადგენლება “არტნიუსს” განუცხადეს, მათი მიზანია ზრუნვა უანგაროდ, გემოვნებიანი, ახალი მუსიკის შემსრულებლების გამოვლენასა და პოპულარიზაციაზე.

გთავაზობთ განცხადებას:

“მღერი?
გაქვს ახალი, გემოვნებიანი ქართული სიმღერა?
რადიო თბილისი FM93.5 გაძლევთ შანსს გახდე პოპულარული.
გამოგვიგზავნე ახალი ქართული სიმღერა,რომელიც ჩვენი შეფასების შემდეგ განთავსდება რადიოს პლეილისტში და მას ყოველდღე ათიათასობით ადამიანი მოუსმენს
მოძებნე რადიო თბილისი ფეისბუქში და მოგვწერე.
ჩვენ სრულიად უფასოდ ვიზრუნებთ თქვენს პოპულარიზაციაზე.
ყოველდღე, დღის 12:00 საათიდან 1- მდე და საღამოს 8:00-9:00-მდე ახალი ქართული სიმღერის დროა.”

კომენტარები

კომენტარი