სტილი, დიზაინი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 8 ქართველი დიზაინერის პროდუქცია „Moredash“-ის შოურუმში იქნა წარდგენილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 28 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, 8 ქართველი დიზაინერის პროდუქცია საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, „Moredash“-ის შოურუმში წარადგინეს.

ღონისძიება, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ ტარდება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 100 კომპანიას, 130 ცნობილ შემსყიდველს (ე.წ ბაიერი) და პრესის წარმომადგენელს მასპინძლობს.

სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, შოურუმში შემდეგი ქართული ბრენდები წარსდგა:“N-Duo”, “Dalood”, “Anouki”, “Tamuna Ingoroyva”, “Lako Bukia”, “Brand Lalo”, “Materia Tbilisi”, Ltd “Lya”.

შ​ოურუმის ფარგლებში ქართულ ბრენდებს ცნობილი შემსყიდველები (ე.წ ბაიერები) გაეცნენ. ამასთან, ბრენდის წარმომადგენლებმა თუ დიზაინერებმა საქმიანი კავშირები დაამყარეს პოტენციურ დამკვეთებთან, პოპულარიზაცია გაუწიეს საკუთარ წარმოებულ პროდუქტს და დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სამომავლოდ მათი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციაც მოხდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

კომენტარები

კომენტარი