კულტურა

8 მარტის 5 ყველაზე პოპულარული საჩუქარი

8 მარტს ყველა ქალი ელოდება საჩუქრებს საყვარელი ადამიანებისგან, თუმცა მამაკაცები საჩუქრის შერჩევისას ორიგინალური გადაწყვეტილებებით არ გამოირჩევიან. ვნახოთ, რას ჩუქნიან მამაკაცები ქალებს ქალთა საერთაშორისო დღეს ყველაზე ხშირად?

5. რომანტიკული ვახშამი

8 მარტს მამაკაცები ხშირად აწყობენ ვახშამს სანთლების შუქზე ან ღამის განათებაში. ასეთი მამაკაცები რომანტიკული ატმოსფეროს შესაქმნელად თანხას არ ზოგავენ.

4. უიქენდის ტური

მსგავსი გეგმა უამრავ მამაკაცს აქვს. მათ ძალიან მოსწონთ, როცა დღესასწაულზე საყვარელი ქალი ქალაქგარეთ მიჰყავთ, ყოფითი პრობლემებისგან შორს.

3. კოსმეტიკა

კაცები თვლიან, რომ ქალს არაფერი აბედნიერებს ისე, როგორც კოსმეტიკა.

2. ყვავილები

ყვავილები იდეალური გამოსავალია, როცა ფანტაზია გღალატობს. თითქმის ყველა ქალს უყვარს ყვავილები. მამაკაცების დიდი ნაწილი ქალს 8 მარტს ყვავილებს ჩუქნის.

1. შოკოლადი

შოკოლადი ყველაზე ხშირი საჩუქარია ამ დღესასწაულზე. ასაკის მიუხედავად, მამაკაცები უმეტეს შემთხვევაში ქალს შოკოლადს ჩუქნიან. ამას, ხელმისაწვდომი ფასი განაპირობებს თუ მათი რომანტიკული ბუნება, მხოლოდ უფალმა უწყის. თუმცა, გემრიელ შოკოლადზე არავინ ამბობს უარს.

კომენტარები

კომენტარი