ვიზუალური ხელოვნება

როგორ აღნიშნავს გუგლი ქალთა დღეს?

მსოფლიო დღეს ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ქალთა უფლებების დაცვა და თანასწორობის აუცილებლობაზე საუბარი საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება. ღონისძიებებს, რომელიც მთელი პლანეტის მასშტაბით იმართება, ყველაზე დიდი საძიებო სისტემა ”გუგლიც” უერთდება. 7 მარტს საიტზე შესულ მომხმარებლებს სპეციალურად შექმნილი დიზაინი დახვდათ. ეს არის 12 ისტორია, რომლებიც ქალების, მათი პრობლემების და ცხოვრების შესახებ გვიამბობენ.

ამბები მოყოლილია ვიზუალური ხელოვნების გამოყენებით, სპეციალურად შექმნილი ილუსტრაციების საშუალებით, რომლებიც კომიქსის სტილში გვიყვებიან ისტორიებს. თორმეტივე ნაწილი ქალი ხელოვანების მიერაა შექმნილი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და გვიყვება მნიშვნელოვან ფაქტებს მათივე ცხოვრების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ისტორიების ტექსტობრივი ნაწილი ნათარგმნია 80-ზე მეტ ენაზე. საძიებო სისტემის ქართულ ვერსიაზე შესულ მომხმარებელს, მათი წაკითხვა მშობლიურ ენაზეც შეუძლიათ.

გუგლის მიერ შერჩეული მხატვრები არიან: Anna Haifisch, Chihiro Takeuchi, Estelí Meza, Francesca Sanna, Isuri, Karabo Poppy Moletsane, Kaveri Gopalakrishnan, Laerte, Philippa Rice, Saffa Khan, Tillie Walden and Tunalaya Dunn.

”ამ პროექტზე მუშაობა ჩვენთვის საოცარი თავგადასავალი გამოდგა. ჩვენ თვალწინ იშლებოდა ძალიან ხელშეუხებელი, ინტიმური და მამაცი ისტორიები ჩვენი მხატვრებისგან.” -ამბობენ პროექტის ხელმძღვანელები ლიდია ნიკოლსი და ალისა უინანსი. – ”ნამუშევრების გადათარგმნა 80-ზე მეტ ენაზე და გაზიარება მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს და იმედი გვაქვს, მკითხველები ისევე დადებითად განეწყობიან, როგორც ეს ჩვენ შემთხვევაში იყო”.

პროექტის შექმნისას, გუგლის წარმომადგენლებმა თითოეულ მხატვარს სთხოვეს რომ გაეზიარებინათ სპეციფიკური მოვლენები მათი ცხოვებიდან, რომლებმაც მათზე, როგორც ქალზე იმოქმედეს. ”გუგლის” სურდა შეექმნა მაქსიმალურად გასაგები და საინტერესო ვერსია.

გარდა ამისა, საძიებო სისტემამ ქალებს მოუწოდა, რომ მათი ისტორიები ინტერნეტსივრცეში გააზიარონ ჰეშთეგით  – #HerStoryOurStory

კომენტარები

კომენტარი