კულტურა

გინესის რეკორდების წიგნი: ქართული ღვინო ყველაზე ძველია

ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოში, თბილისიდან 50 კილომეტრის მოშორებით, შულავერის გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველეს ქვევრში არსებული ღვინის კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000 წლით თარიღდება. შესაძლოა, ღვინის შემადგენლობა 8 000 წლისაც იყოს.

აღმოჩენამდე გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძველ ღვინოდ ირანში ძვ.წ. 5400-5000 წლით დათარიღებული ნიმუში მოიაზრებოდა. ქართული კვალი კი მასზე 600-1000 წლით ძველია.

საქართველოს ღვინისა და ყურძნის შემსწავლელ კვლევაში საქართველოსთან ერთად რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის – საფრანგეთი, იტალია, ისრაელი, კანადა, დანია და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ. აღმოჩენის ავტორი პენსილვანიის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი გახლავთ.

 

კომენტარები

კომენტარი