ვიზუალური ხელოვნება

ბრიტანელი ილუსტრატორის ნამუშევრები ადამიანების ყოველდღიურობის შესახებ

ნათან ჰაკეტი არის ბრიტანელი ილუსტრატორი და ვიზუალური არტისტი, რომელიც საკუთარ ნამუშევრებს ადამიანების სამუშაო გარემოს, ოჯახური მდგომარეობის, ურთიერთობების და ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ქმნის. ის დიდ მნიშვნელობას აქცევს საკუთარი პერსონაჟების სახეებს და დეტალებს, რომლებმაც ერთობლივად უნდა თქვან სათქმელი. ეს არ არის უბრალო ილუსტრაციები – ეს არის სიტყვებით აღსაწერად გამზადებული ამბები. აუცილებელია თითოეული მათგანი კარგად გავიაზროთ, რადგან ხელოვანს მათში ისეთი დეტალები აქვს გათვალისწინებული, რომელთა ერთი შეხედვით აღქმა რთულია.

როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ცხოვრება და როგორია ის სინამდვილეში, როგორ ვატარებთ დღეებს, როგორ ვისვენებთ, როგორ ვმუშაობთ და როგორ ვცხოვრობთ – ამ ყველაფერზე ბრიტანელმა კარგად იფიქრა და შეეცადა სათქმელი საკუთარი ნამუშევრებით გადმოეცა.

კომენტარები

კომენტარი