კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

როგორ დავინახოთ ოსკარის პოლიტიკური საფუძველი?

Hollywood Reporter-მა სტატისტიკა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვეოდა, რომ ოსკარის დაჯილდოებით ცერემონიალს, რომელსაც ამერიკის კინოაკადემია მასპინძლობდა, არსებობის ისტორიაში, რეიტინგულად, ყველაზე ნაკლები მაყურებელი ჰყავდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ ოსკარი თავის ფუნქციას უკვე დიდი ხანია აღარ ასრულებს. კინოკრიტიკოსდა აზრით, იგი პოლიტიზებული ცერემონიალია, საიდანაც ელიტებს პოლიტიკის წარმოების საშუალება ეძლევათ.

POSTV-ის ანალიტიკოსი და კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია პოდკასტში ოსკარის მანკიერ მხარეებს შეეხო. მისი აზრით, ღიად პოლიტიკურობა, ჰოლივუდის ელიტამ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. იგი იქვე დასძენს, რომ ისინი არ ებრძვიან ნამდვილ ჩაგვრის ელემენტებს და მხოლოდ ფსევდოცვლილებებს ახორციელებენ.

აღსანიშავია გოგი გვახარიას შენიშვნა 90–ე დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც “არტნიუსი” უცვლელად გთავაზბოთ: “გაგახსენებთ, რომ ”ოსკარი” არ აღირსეს ფილმებისთვის ორსონ უელსს, ალფრედ ჰიჩკოკს, სტენლი კუბრიკს, სატიაჯიტ რეის, კვენტინ ტარანტინოს და რაც მთავარია, ”ოსკარით” არ აღუნიშნავთ ჩარლი ჩაპლინის შედევრები (რომერი, ვისკონტი, ოძუ და ჩემი სხვა ღმერთები საერთოდ არც ითვლებიან)
”ოსკარის” გარეშე დარჩნენ ფილმები, რომლებმაც შექმნეს კინოს ისტორია – ფრენკ კაპრას ”ცხოვრება მშვენიერია”, სკორსეზეს ”ტაქსისტი”, ჰიჩკოკის ”ფსიქო”…
სამაგიეროდ ამიერიდან ”ოსკაროსნად” ითვლება საშუალო ჩილელი რეჟისორი სებასტიან ლელიო:) არა იმიტომ რომ მისი ფილმი ”ფანტასტიკური ქალი” მხატვრულად ღირებულია, არამედ იმიტომ, რომ კაი ინტუიცია აღმოაჩნდა და მიხვდა, რა იქნებოდა მოდაში 2018 წლის ზამთარში. არ შეცდა და დაუფასეს. პრინციპში ინტუიცია დასაფასებელია”

კომენტარები

კომენტარი