კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

20 საინტერესო ფაქტი ოსკარის ისტორიიდან

გამომდინარე იქიდან, რომ 5 მარტს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სოციალურ ქსელებში ეს თემა აქტუალობას დღესაც არ კარგავს. ამიტომაც, “არტნიუსი” გთავაზობთ 20 საინტერესო ფაქტს ოსკარის შესახებ:

1. პირველი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელმაც  საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა

Image result for kathryn bigelow first woman

ქეთრინ ბიგელოვი პირველი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, რომელმაც ოსკარი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში აიღო 2009 წელს, ფილმისთვის The Hurt Locker.

2. ყველაზე მეტი ჯილდო საუკეთესო მსახიობის დარგში

Image result for Katharine Hepburn

კატარინ ჰეპბერნს აქვს ყველაზე მეტი ოსკარი საუკეთესო ქალი მსახიობის განხრით. მან ჯილდოები აიღო შემდეგ ფილმებში თამაშისთვის: Golden Pond (1981), The Lion In Winter (1968), Guess Who’s Coming To Dinner (1967) და Morning Glory (1933).

3. ყველაზე ხანგრძლივი გამარჯვებული

Slide 10 of 50: new caption

საუკეთესო სურათის ნომინაციაში ყველაზე გრძელი ფილმი, რომელმაც ოსკარი მოიპოვა Gone with the Wind.

4. უცხო ენაზე გახმოვანებული ფილმები

Slide 11 of 50: new caption

იტალია 10 ჯილდოთი ლიდერობს უცხო ენაზე გახმოვანებულ ფილმებში.

5. ყველაზე ახალგაზრდა საუკეთესო მსახიობი

Slide 12 of 50: new caption

29 წლის ასაკში ადრიენ ბროდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელმაც საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ოსკარი მიიღო ფილმში The Pianist როლის თამაშისთვის.

6. ყველაზე მოხუცი საუკეთესო მსახიობი

Slide 13 of 50: new caption

76 წლის ასაკში ჰენრი ფონდა გახდა ყველაზე მოხუცებული მსახიობი, რომელმაც საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ოსკარი მიიღო ფილმში Golden Pond თამაშისთვის.

7. 24 ნომინაცია

Slide 16 of 50: new caption

ვუდი ალენი 24-ჯერ იქნა ნომინირებული ოსკარის დაჯილდოების ისტორიის მანძილზე.

8. პირველი ამერიკელი გამარჯვებული

Slide 17 of 50: new caption

1964 წელს სიდნი პოიტიერი პირველი ამერიკელი მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარი მიიღო.

9. პირველი ყრუ გამარჯვებული

Image result for Marlee Matlin first oscar

მარლი მატლინი გახდა პირველი ყრუ მსახიობი, რომელმაც ოსკარი მოიგო. იგი ფილმში Children of a Lesser God შესრულებული როლისთვის დააჯილდოვეს.

10. ყველაზე გრძელი სიტყვა

Image result for Greer Garson

გრირ გარსონმა წარმოთქვა ყველაზე გრძელი სამადლობელი სიტყვა, რომელიც 5 წუთსა და 30 წამს გაგრძელდა.

11. ოსკარის ქანდაკება

Slide 24 of 50: new caption

ოსკარის ქანდაკება 34 სანტიმეტრს შეადგენს სიმაღლეში, ხოლო მისი წონა 3,5 კილოგრამია.

12. ჰიჩქოქი

Slide 25 of 50: new caption

ალფრედ ჰიჩქოქი ხუთჯერ იქნა წარდგენილი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე, მაგრამ მას არც ერთხელ არ მიუღია ოსკარი.

13. ყველაზე გრძელი შოუ

Slide 26 of 50: new caption

ყველაზე გრძელი შოუ ოსკარის დაჯილდოებაზე 2002 წელს იყო, როდესაც ის 4 საათსა და 23 წუთს მიმდინარეობდა.

14. ჯილდოს გაყიდვა

Slide 30 of 50: new caption

1950 წლის შემდეგ გამარჯვებულებს ოფიციალურად არ შეუძლიათ ქანდაკების გაყიდვა მანამ, სანამ ისინი არ შესთავაზებენ აკადემიას ოსკარს ერთი დოლარის ფასად.

15. ყველაზე მეტი ტელემაყურებელი

Slide 31 of 50: new caption

2014 წელს ოსკარის შოუს, სადაც ფარელ უილიამსი გამოდიოდა, ორმოცდასამმა მილიონმა ადამიანმა უყურა აშშ-ის მასშტაბით.

16. ადგილების რაოდენობა დარბაზში

Slide 34 of 50: new caption

დოლბის თეატრში ოსკარის დაჯილდოებაზე ადგილების რაოდენობა 3 300-ს შეადგენს.

17. წითელი ხალიჩა

Slide 35 of 50: new caption

დოლბის თეატრში წითელი ხალიჩის სიგრძე 152,4 მეტრს შეადგენს.

18. პიტერ ოტული

Slide 41 of 50: new caption

პიტერ ოტული თავის სიცოცხლეში ოსკარზე რვაჯერ იქნა წარდგენილი, მაგრამ, სამწუხაროდ, მან ჯერაც ვერ მოიგო.

19. ლითონის დანაკლისი

Slide 43 of 50: new caption

მეორე მსოფლიო ომის დროს, იმის გამო, რომ მსოფლიოში ლითონის ნაკლებობა იყო, ოსკარის ქანდაკებები ბათქაშით კეთდებოდა.

20. ქანდაკების დამამზადებლები

Slide 46 of 50: new caption

1982 წლიდან მოყოლებული ოსკარის ქანდაკებებს ამზადებს RS Owens & Company.

კომენტარები

კომენტარი