ვიზუალური ხელოვნება

როგორია 2018 წლის საუკეთესო შავ-თეთრი ფოტო და ვინაა მისი ავტორი?

2018 წლის საუკეთესო შავ-თეთრი ფოტოს ავტორი რეიჩელ ტალიბარტი, აღელვებული ზღვის ტალღების ამსახველი ფოტოს დამსახურებით გახდა. რეიჩელი გამოცდილი მეზღვაურია და ფოტოების ძირითადი თემაც სწორედ ველურ ზღვას უკავშირდება. მას მთელი ბავშვობა ფაქტობრივად პლაჟზე აქვს გატარებული ასე რომ, წყალს, ველურ სამყაროს და მოგზაურობას მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი.

Black+White Photography magazine-ის და  Fujifilm-ის ერთობლივი კონკურსის ფარგლებში მონაწილეები თითქმის მთელი მსოფლიოდან იყვნენ, საბოლოოდ კი პრესტიჟული ჯილდო სამხრეთ ინგლისელს ერგო.

”სწორედ ამ სურათით, მე აღმოვაჩინე, რომ შავ-თეთრიც შეიძლება იყოს ძლიერი გამომხატველი იმ ემოციების, რაც ჩემშია დამალული. რეალობიდან ერთი ნაბიჯით მოშორებით ყოფნას შეუძლია შემოგვთავაზოს ახალი პერსპექტივები,”- ამბობს რეიჩელი.

კონკურსის ჟიურის წევრის, ედი ეფრემსის თქმით კი, რეიჩელი გამარჯვებას საკუთარი პროფესიონალიზმის გამო იმსახურებდა – ”წელს კონკურსის ფარგლებში გამოგზავნილი ნამუშევრები განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის იყო. რეიჩელის ფოტოს გამარჯვება განპირობებული იყო იმით, რომ მისი ფოტოები გამოირჩევა ტექნიკისა და არტისტულობის საოცარი თანაფარდობით”.

მეორე ადგილი ნიგერიელ ხელოვანს ედუარდო მორენოს ერგო, მესამე პოზიციაზე კი ტაივანელი აკუა ლიბი გავიდა.

”არტნიუსი” გთავაზობთ საუკეთესო ფოტოებს.

© Eduardo López Moreno, Second Prize, Black+White Photographer of the Year 2018
© ედუარდო ლოპეზ მორენო, მეორე ადგილი
© Aqua Lin, Third Prize, Black+White Photographer of the Year 2018
© აკუა ლინი, მესამე ადგილი
© Joseph Chung, Shortlisted, Black+White Photographer of the Year 2018
© ჯოსეპ ჩანგი
© Saeed Rezvanian, Shortlisted, Black+White Photographer of the Year 2018
© საიდ რეზვანიანი
© Szymon Barylski, Shortlisted, Black+White Photographer of the Year 2018
© შიმონ ბარილსკი
© Andre du Plessis, Shortlisted, Black+White Photographer of the Year 201
© ანდრე დუ პლესი
© Mark Bickerdike, Shortlisted, Black+White Photographer of the Year 2018
© მარკ ბიკერდიკი
© Carla Kogelman, Shortlisted, Black+White Photographer of the Year 2018
© კარლა კოგელმანი
© Patrick Dumont, Shortlisted, Black+White Photographer of the Year 2018
© პატრიკ დუმონტი
© Nicola Davison Reed, Shortlisted, Black+White Photographer of the Year 2018
© ნიკოლა დევისონ რიდი
© Richard Pilnick, Shortlisted, Black+White Photographer of the Year 2018
© რიჩარდ პილნიკი

კომენტარები

კომენტარი