კულტურა

ფრენსის მაკდორმანდის ოსკარი მოიპარეს

The Guardian-ის ინფორმაციით, ფრენსის მაკდორმანდს, რომელმაც 5 მარტს გამართულ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ოსკარი ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო, ჯილდო ცერემონიის შემდეგ გამართულ ღონისძიებაზე მოიპარეს.

ქურდი ტერი ბრაიანტია და ის ლოს-ანჯელესის პოლიციამ დააკავა. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ მოხვდა ცერემონიაზე 47 წლის მამაკაცი, რომელმაც ვიდეო სოციალური ქსელებით გაავრცელა და განაცხადა, რომ ჯილდო საუკეთესო მუსიკისთვის მიიღო,  მას ქანდაკება ხელში უჭირავს და მნახველებს მოუწოდებს, რომ დამსახურებული ტიტულის მიღება მიულოცონ. სავარაუდოდ, მან მოსაწვევი გააყალბა.

გავრცელებული ინფორმაციით ის 20 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს.

ქურდი კამერებმაც დააფიქსირეს.

ეს კი მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოა.

კომენტარები

კომენტარი