კულტურა

თბილისი National Geographic-ის ყურადღბის ცენტრში მოხვდა

ვებგვერდმა Nationalgeographic.com გამოაქვეყნა ტარა იზაბელა ბურტონის ვრცელი სტატია, სადაც ლაპარაკი თბილისზეა.

ავტორი სტატიის დასაწყისშივე ახსენებს საბჭოთა კავშირს. მისი თქმით, დედაქალაქში ქუჩებს საბჭოთა დროინდელი სახელები აქვს, მაგალთად ლესელიძე, დავითაშვილი, პეროვსკაია და ა.შ.

იზაბელას თქმით, თბილისი ევროპელ და არა მხოლოდ ევროპელ ტურისტებში თავისი კოკა-კოლის ბოთლში ჩამოსხმული ღვინითა და ანარქიული წარსულით გამოირჩევა, რაც თავის ხიბლს სძენს ქალაქს.

უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ყველა უცხოურ სტატიაში, სადაც საუბარი საქართველოზეა, ნახსენებია ქაცრთული სამზარეულო. ამ მხრივ, არც იზაბელას სტატია გამოდგა გამონაკლისი. სტატიაში ნახსენებია როგორც ქართული საკვები, ასევე სასმელი – ჭაჭა. აგრეთვე, ყურადღება გამახვილებულია ქართულ პურზეც.

ხაზი გასმულია მშრალ ხიდზეც. იზაბელას თქმით, თუ თქვენ ერთხელ მაინც შეიძენთ იქ რამეს, შემდეგ ჯერზე აუცილებლად ემახსოვრებით გამყიდველს. იგი მშრალ ხიდზე ყოველ წლიურად ყიდულობს ძვირფასეულობას იგივე გამყიდველთან.

როგორც ყველა უცხოელი, ასევე, იზაბელაც გაოცდა იმ ფაქტით, რომ ძველ თბილისში იდეალურად ერწყმის სხვადასხვა ქვეყნების კულტურა და რელიგია.

კომენტარები

კომენტარი