ვიდეოები ვიზუალური ხელოვნება სტილი, დიზაინი

თოჯინის მიტოვებული სახლი

საკუთარი უკანასკნელი პროექტისთვის, რომლის სახელწოდებაა ”უცვლელი სამყარო”, ქუჩის ხელოვანმა ელის პაქუინიმ შექმნა ოთხი ფუტის სიმაღლის თოჯინის მინიატურული სახლი ხისა და სხვადასხვა მასალის გამოყენებით. ერთი შეხედვით ამაში გამორჩეული არაფერია – ასეთი სახლები ნებისმიერ სათამაშოების მაღაზიაში მრავლად იყიდება, თუმცა ეს ნამუშევრები სულაც არ გავს ბარბების ვარდისფერ საცხოვრებლებს. ისინი იმ მიტოვებული შენობების სტილშია გაკეთებული, რომლებიც ჩვენს გარშემო ჯერ კიდევ უამრავია. სახლის პატარა კედლებზე ძალიან რეალისტურად არის გამოსახული სხვადასხვა წარწერები და გრაფიტები, ფარდები ჩამოხეულია, ნივთები და ავეჯი კი ძირს ყრია.

ეს თოჯინის სახლი არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ გამოფენისა, რომელიც რომში ”ფილობიბლონის გალერეაში” გაიხსნა. ნამუშევრების შექმნისას შთაგონება მოდიოდა მე-20 საუკუნის ცნობილი ფსიქოანალიტიკოსის დონალდ ვინიკოტის თეორიებიდან, რომლის შესახებაც ავტორი ამბობს: ”ვეცადე ახალი სიცოცხლე მიმეცა განადგურებული ობიექტებისთვის. დრო არ გვცვლის ჩვენ და ჩვენს არქიტექტურას. ბავშვებს ვაწვდით იმას, რაც სინამდვილეში, შესაძლოა სულაც არ არის მათთვის საინტერესო, რადგან თუ ზრდასრულ ასაკში შეგვიძლია ამ ყველაფრის შემოქმედება, ალბათ ბაშვობაშიც სწორედ ესაა ქვეცნობიერში დალექილი”.

 

Photography by Alessandro Sgarito

Photography by Alessandro Sgarito

Photography by Alessandro Sgarito

Photography by Alessandro Sgarito

Photography by Alessandro Sgarito

კომენტარები

კომენტარი