ვიზუალური ხელოვნება

როგორ გამოიყურება ახლა საბჭოთა სამხედრო ბანაკი ბერლინში?

ბერლინი ახალგაზრდობისთვის მიმზიდველი მხოლოდ თავისი შესანიშნავი კლუბური ცხოვრებით არ არის. ამ ქალაქს აქვს შესანიშნავი კულტურული ესთეტიკა და არის ცოცხალი მუზეუმი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ძველ კვალს აქ ყველგან შეხვდებით, ზოგი მათგანი მკაცრად კონტროლდება და აქვს კიდეც სამუზეუმო ფუნქცია, თუმცა ქალაქის გარეთ, არსებობს ადგილები, რომელიც დღეს უკვე აღარავის ახსოვს.

”არ ღირს ცხოვრებას ძალიან სერიოზულად მოვეკიდოთ, რადგან არ ვიცით, სადამდე ვიქნებით ცოცხლები,” ამ და სხვა უამრავ ფრაზას, შესანიშნავ გრაფიტებთან ერთად, ბერლინთან ახლოს მიტოვებული საბჭოთა სამხედრო ბანაკის კედელზე შეხვდებით. ეს არის ცარიელი და მივიწყებული ადგილი, სადაც დიდი ხნის წინ წითელი არმიის 90-ე გვარდიის სატანკო დივიზიონის შტაბ-ბინა იყო.

ბერნაუში მდებარე ”პანზერ კასერნს” ბრიტანელი ფოტოგრაფი მიკი ჰაინდლი ესტუმრა და გაუსაძლისი ყინვის მიუხედავად, შენობის ამჟამინდელი მდგომარეობა საკუთარ ფოტოფირზე ასახა.  ”ადრენალინს და მოლოდინს ჯერ კიდევ მაშინ ვგრძნობდით, როდესაც დილით სასტუმროდან გამოვედით,”- ამბობს მიკი-”ეს იყო ფოტოგრაფიული მისია, რომ გვეთქვა ცოტა რამ ამ შემზარავი და ისტორიულად საინტერესო ადგილის შესახებ.

შენობაში შესვლისთანავე თვალში გხვდება კონტრასტი არც ისე დიდი ხნის წინ მოხატულ კეტლებსა და ძველ ფანჯრებს შორის. ეს ყველაფერი საოცარ ინტერესს გიჩენს იმისას, თუ რა ხდებოდა ამ ადგილებში, მაშინ, როცა აქაურობა ჯარისკაცებით იყო სავსე. რთულია, ისეთ ქალაქში, როგორიც ბერლინია, მსოფლიოს კლუბური ცხოვრების დედაქალაქში, რამემ გაგაოცოს, თუმცა ეს მოგზაურობა იყო ის, რასაც სიამოვნების მიღების ვერც ერთი სხვა საშუალება ჩაანაცვლებს”.

მაიკ ჰაინდლი არის გრაფიკული დიზაინერი, ფოტოგრაფი და მოგზაური, რომელიც ინგლისის ქალაქ დერბიში მოღვაწეობს და სახელით ”მიხინი” არის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი