შემოქმედებითი ინდუსტრიები

ოსკარის” კრახი მედიაში – წელს დაჯილდოების ცერემონიას ყველაზე ცოტა ადამიანმა უყურა

ევროპულ მედიაში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ “ოსკარი” პოპულარობას კარგავს – ამგვარი, ალბათ, უსაფუძვლო ჭორების მიზეზი კი დაჯილდოების წლევანდელი, საიუბილეო, 90–ე ცერემონიაა.

საქმე ის არის, რომ წელს “ოსკარის” გადაცემის ცერემონიას კინოინდუსტრიის უმაღლესი ჯილდოს ისტორიაში ყველაზე ცოტა ადამიანმა უყურა.

გამოცემა Hollywood Reporter–ის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია წელს 26.5 მილიონმა ადამიანმა ნახა, რაც 19%–ით ნაკლებია 2017 წლის მონაცემზე, როცა მაყურებელთა რაოდენობამ 34.3 მილიონი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ცერემონია მეორე კომპონენტითაც იყო გამორჩეული – ის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა და თითქმის 4 საათი გაგრძელდა.

წლევანდელი “ოსკარი”, მართლაც, ყოველგვარი ექსცესების და, ცოტა არ იყოს, უღიმღამოდაც კი ჩატარდა. თავად განსაჯეთ, დაჯილდოების ყველაზე დასამახსოვრებელი და სკანდალური ეპიზოდი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ჯენიფერ ლოურენსი იყო.

“ოსკარის” ისტორიაში მაყურებლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 200 წელს დაფიქსირდა, როცა ტელეაუდიტორიამ 46.5 მილიონს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი