კინო

სერიალი “შავი სარკე” მე–5 სეზონს წარმოგვიდგენს

ბრიტანული სამეცნიერო ფანტასტიკური ანთოლოგიური ტელსერიალი “შავი სარკე” ეკრანებზე მე–5 სეზონით დაგვიბრუნდება. Netflix-მა პირველი თიზერი უკვე გამოუშვა, – ამის შესახებ თავად ამერიკულმა კომპანიამ განაცხადა.

ჯერჯერობით უცნობია პრემიერის ზუსტი თარიღი, თუმცა მიკრობლოგ Twitter-ზე პირველი 17-წამიანი თიზერი სახელწოდებით “მომავალი უფრო კაშკაშა იქნება, ვიდრე ოდესმე” უკვე გამოქვეყნდა, რომელსაც “არტნიუსი” გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ შავი სარკე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალია, რომელსაც ძირითადი კრიტიკის ხაზი ტექნოლოგიებისკენ აქვს მიმართული. ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სერიებში ასახულია თუ რამდენად უკუპროპორციულია ახალი გამოგონებებისა და ადამიანების ურთიერთმიმართება.

 

 

კომენტარები

კომენტარი