ვიზუალური ხელოვნება კინო

ცნობილი რეჟისორების თოჯინები მათივე პერსონაჟების სტილში

ამერიკელმა ხელოვანმა მაიკ ლივიტმა ორიგინალური დიზაინის თოჯინები შექმნა. მან ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კინორეჟისორები საკუთარი ნამუშევრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟების სტილში გამოაწყო.

ტიმ ბარტონი, ალფრედ ჰიჩკოკი, ჯორჯ ლუკასი-ეს იმ კინემატოგრაფების არასრული სიაა, რომლებიც მაიკმა მათთვის დამახასიათებელი ხედვის სტილში გარდაქმნა. მან რეჟისორები ფილმების უშუალო მონაწილე გახადა და მათივე შექმნილი პერსონაჟები მოარგო.

მაგალითისთვის – ბარტონის თოჯინა შექმნილია მისი სამი პერსონაჟის ბეტმენის, ბითლჯუსის და ედვარდ მაკრატელხელებას მთავარი მახასიათებლების გაერთიანებით.

თითოეული ფიგურა დაახლოებით 18 ინჩის სიმაღლისაა. შექმნილია ხის და თიხის გამოყენებით.

 

ტიმ ბარტონი

ჯეიმს კამერონი

კოპოლა

ჰიჩკოკი

კუბრიკი

ჯორჯ ლუკასი

დეივიდ ლინჩი

მიაზაკი

სკორსეზე

სპილბერგი

ტარანტინო

უეს ანდერსონი

ვუდი ალენი

კომენტარები

კომენტარი