ლიტერატურა

ქართული რომანი კანის კინოფესტივალის სექციაში პირველად მოხვდა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული რომანი კანის კინოფესტივალის სექციაში ”Shoot the Book” პირველად შეირჩა. საუბარია აკა მორჩილაძის “obOle”-ზე, რომელიც საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე 15 მაისს წარდგება.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, კანის კინოფესტივალზე ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები ქართველმა გამომცემლებმა გასული წლის ნოემბერში წარადგინეს. შერჩეულ 10 საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემული რომანი მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ქართულმა ლიტერატურამ უკვე მეორედ მოიპოვა ასეთი წარმატება საერთაშორისო კინოფესტივალებზე. 19 თებერვალს ”ბერლინალეს” ფარგლებში გამართულ ფიჩინგზე მსოფლიო კინო ინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე დათო ტურაშვილის რომანი “სხვა ამსტერდამი” წარსდგა.

კომენტარები

კომენტარი