კინო საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ოსკარზე მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცის ნომინაციაში სემ როკველმა გაიმარჯვა

ოსკარის წლის მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში სემ როკველმა გაიმარჯვა. მან ფილმში “სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური” ითამაშა.

მასთან ერთად ნომინირებულნი იყვნენ:

უილიამ დეფო, The Florida Project

ვუდი ჰარელსონი, Three Billboards outside Ebbing, Missouri

რიჩარდ ჯენკინსი, The Shape of Water

კრისტოფერ პლამერი, All the Money in the World

სემი ამერიკელი მსახიობია. იგი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი “ველის ძაღლებიდან” გახდა.

შეგახსენებთ ნომინირებული ფილმის მოკლე აღწერას: მილდრედ ჰეისი ქალიშვილის მკვლელობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დამნაშავეები ნაპოვნი ჯერაც არ არიან. სასოწარკვეთილი ქალი სამ სარეკლამო დაფას დაიქირავებს და მათზე განათავსებს მიმართვას პოლიციის უფროსისთვის. როდესაც ამაში პოლიციის უფროსის მოადგილეც იქნება ჩათრეული, ინფანტილური დედიკოს ბიჭი, ოფიცერი დიქსონი, ბრძოლა მილდრედსა და მთავრობას შორის უფრო გამწვავდება.

 

კომენტარები

კომენტარი