კინო საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ოსკარზე მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცის ნომინაციაში გარი ოლდმენმა გაიმარჯვა

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცის ნომინაციაში გარი ოლდმენმა გაიმარჯვა. მან უინსტონ ჩერჩილის როლი ფილმში “მძიმე დროება” ითამაშა.

გარი ოლდმენი ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მუსიკოსია. იგი ცნობილი თავისი უარყოფითი როლებით პოპულარულ ფილმებში.

შეგახსენებთ ფილმის აღწერას: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდედობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ, უინსტონ ჩერჩილი ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემის წინაშე დგება. მან უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: ნაცისტურ გერმანიასთან მოლაპარაკებების დაწყება და თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ან მისი ქვეყნის მოქალაქეების უფლებები და თავისუფლების დაცვა.

 

კომენტარები

კომენტარი