ვიზუალური ხელოვნება

მსოფლიოში ყველაზე გახმაურებული ნახატის ძარცვის საქმე შეიძლება გაიხსნას

იტალიელმა გამომძიებლებმა ახალ ვერსია შეიმუშავეს, რომლითაც, იმედოვნებენ, რომ გახსიან ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული ნახატის ძარცვას გასული 50 წლის განმავლობაში. ეს ნახატი, სახელწოდებით ,,შობა წმინდა ფრანცისკოსა, წმინდა ლავრენტთან ერთად’’ კარავაჯოს ეკუთვნის, რომელიც პალერმოს ლორენცოს სამლოცველოდან 1969 წლის ოქტომბერში მოიპარეს.

იტალიის პარლამენტის მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის თანახმად, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა გაზეთ La Repubblica-ში, მაფიის წევრი ინფორმატორი გაეტანო გრადო აცხადებს, რომ თავდაპირველად ნახატი მოპარული იყო მცირე დამნაშავეთა ჯგუფის მიერ. შემდეგ კრიმინალურმა დაჯგუფებამ მიიღო ცნობა კარავაჯოს ნახატის შესახებ და ნახატი Gaetano Badalamenti-ს წარუდგინეს, რომელიც ცნობილია სიცილიური მაფიის ხელმძღვანელია.

ორგანიზებული დანაშაულის გახსნის კომისიის ხელმძღვანელი როსი ბინდი, იმედოვნებს რომ “საერთაშორისო თანამშრომლობა” გამოიძიების ახალ ინფორმაციას.

ინფორმატორთმა მიერ მოწოდებული ინფორმაცია ნაკლებად სავარაუდოა. არსებობს მტკიცებულება, რომ ნახატი ინახებოდა მაფიის მიერ მათი შეკრების ადგილას და იგი თაგვებმა შეჭამეს. აგრეთვე, ვარაუდობენ რომ იგი მოპარვისას დაზიანდა და მალევე გაანადგურეს.

კარავაჯოს ნახატის ქურდობა შედის FBI-ს მოპარული ხელოვნების ნიმუშების ათეულში.

კომენტარები

კომენტარი