ვიზუალური ხელოვნება კულტურა

“თეთრკანიანმა ფოტოგრაფმა შავკანიანი გოგონა გამოიყენა ისე, რომ არანაირი გასამრჯელო არ მიუცია.”

28 წლის ბრიტანელი თვითნასწავლი ფოტოგრაფი კამერონ-ჯეიმს უილსონი სკანდალში გაეხვა.

კემერონის ერთ-ერთი ფოტოსესიის შემდეგ გამოქვეყნებულმა შუდუ გრამთის სურათებმა საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია, რის შემდეგაც ფოტოგრაფს რასიზმში დადეს ბრალი.

“შუდუ წარმოადგენს სილამაზეს ჩემი გადმოსახედიდან. ეს ის სილამაზეა რომელიც ყოველთვის მეკლდა. ბოლო დროს, ბევრი რამ შეიცვალა და ხალხმა ხელახლა უნდა დასვას კითხვა, თუ რა არის სილამაზე.” – განაცხადა ახალგაზრდა ფოტოგრაფმა.

მიუხედავად იმისა, რომ კამერონ-ჯეიმსს ამ სურათებით სურდა თავისი ნიჭის ინკლუზიურობისა და უფლებამოსილების წარმოჩინება, ხალხმა ყველაფერი აღიქვა ისე, თითქოს, ფოტოგრაფმა სცადა შავკანიანი ქალის როლის დაკნინება და მათი სამუშაო ადგილების გაუქმება.

ტვიტერზე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს. მათ შორის, გამოირჩეოდა შემდეგი კომენტარი: “თეთრკანიანმა ფოტოგრაფმა შავკანიანი გოგონა გამოიყენა ისე, რომ არანაირი გასამრჯელო არ მიუცია. ახლა თქვენ მითხარით, არ არის ჩვენი ეკონომიკა რასიზმზე დაფუძნებული?!”

“არტნიუსი” გთავაზობთ რამდენიმე სურათს სკანდალური ფოტოსესიიდან.

 

კომენტარები

კომენტარი